ინტერვიუ ბიძინა ივანიშვილთან

პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილის პირველი ვრცელი ინტერვიუ პირველ არხზე.

დღეს „მოამბის“ მთავარი გამოშვების დასრულებისთანავე – რატომ გადაწყვიტა პოლიტიკაში დაბრუნება, ვის და რა კრიტერიუმებით შეარჩევს მმართველი გუნდი პრეზიდენტობის კანდიდატად. პარტიის თავმჯდომარის პოზიცია გუნდში არსებულ ვითარებაზე. რატომ შეიცვალა პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი. პროკურატურის გამოძიება და დაკითხვაზე დაბარებული ყოფილი მინისტრები. ბიძინა ივანიშვილის პასუხები ყველა აქტუალურ თემაზე.

არ გამოტოვოთ დღეს 21 საათსა და 45 წუთზე პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვრცელი ინტერვიუ. ბიძინა ივანიშვილი მაკა ცინცაძის „აქტუალური თემის“ სეზონის ბოლო გადაცემის სტუმარია.