ინტერვიუ ანდრიუს კუბილიუსთან

ბოლო დღეებში გაკეთებული მწვავე განცხადებების შემდეგ, ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი საკუთარ გზავნილებს „მოამბესთან“ აჟღერებს.

ევროპარლამენტის ლიეტუველი წევრი და ლიეტუვას ყოფილი პრემიერი, 8 მარტს, დიპლომატების შუამავლობით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმების ორივე ნაწილის შესრულებას ითხოვს. ერთი ნაწილი საარჩევნო სისტემას, მეორე კი, მართლმსაჯულებას ეხება. კუბილიუსი, რომელმაც ტერმინი „პოლიტიკური პატიმრები“ პირდაპირ გამოიყენა და საკმაოდ მწვავე ტონით გამოირჩეოდა, დღესაც იმავეს იმეორებს და ამბობს, რომ ქვეყანაში მართლმსაჯულების პროცესების პოლიტიზების აღქმა მაინც არსებობს, თუმცა იქვე დასძენს, რომ ორი თვის წინანდელი შეთანხმება, კონკრეტულ პირებს არ ეხება.

ჩვენ დღეს ევრონესტის საპარალამენტო დელეგაციის თანათავმჯდომარეს ასევე ვკითხეთ, რა მექანიზმებით წარმოუდგენია იმ პოლიტიკოსთა გათავისუფლება, რომლებზეც ოპოზიცია მიუთითებს.

ლევან ახალაიამ ჩაწერა ინტერვიუ ევროპარლამენტართან.

დატოვე კომენტარი