ინტერვიუ ალექსანდრე რაქვიაშვილთან - ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭიროა ოპოზიციის პოლიტიკური ნებაც და ამ შეთავაზების ფარგლებში, გააგრძელებთ თუ არა ხელისუფლებასთან თანამშრომლობას?

ალექსანდრე რაქვიაშვილი – „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი.

🔴 „გირჩისთვის“ და სხვა პარტიებისთვის, რომლებიც ამ ეტაპზე რამდენიმე მანდატით ხართ პარლამენტში წარმოდგენილი, 2%-იანი ბარიერი რეალურად რა პოლიტიკურ შესაძლებლობას იძლევა?
 
🔴 არის თუ არა ეს რეალისტური შანსი შედარებით მცირე პარტიებისთვის, რომ დარჩნენ დამოუკიდებელ მოთამაშეებად პოლიტიკურ ველზე და არ გახდნენ იძულებული, პერიოდულად, თუნდაც წინასაარჩევნო პერიოდში გაერთიანდნენ შედარებით დიდი ოპოზიციური პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის“ ქოლგის ქვეშ?
 
🔴 არის თუ არა მმართველი პარტია მზად ოპოზიციასთან თანამშრომლობისთვის და თუ მოუსმინა და გაიზიარა მთავარმა კანონმდებელმა თქვენი, ოპოზიციის ინიციატივები და წინადადებები?
 
🔴 რა ფორმით აპირებთ მმართველ გუნდთან თანამშრომლობას და ხომ არ გექნებათ რაიმე წინაპირობები, ცალკეული ოპოზიციური პარტიების მსგავსად?
 
🔴 ოპოზიციის ნაწილის არდასწრება პაპუაშვილთან შეხვედრაზე პოლიტიკურად რამდენად მართებული გადაწყვეტილებაა?
 
🔴 ოპოზიციას, რომელიც უარს ამბობს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრებზე, მმართველმა გუნდმა კიდევ ერთხელ უნდა შესთავაზოს ისეთი წინადადება, რომელიც მათ დაითანხმებს პროცესში მონაწილეობაზე?
 
🔴 თქვენ თუ გეგმავთ ხელისუფლებასთან თანამშრომლობის პარალელურად, ამ ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობასაც ან ხომ არ გქონდათ უკვე კონსულტაციები?
 
🔴 სამშაბათს, რატომ არ მიგიწვიეს არასამთავრობო სექტორთან შეხვედრაზე, ერთგვარად ხომ არ ცდილობენ ეს პარტიები თქვენგან გამიჯვნას და თქვენგან დამოუკიდებლად პოზიციონირებას?
 
🔴 ოპოზიციის ნაწილი ითხოვს რიგგარეშე სხდომებს მაშინ, როდესაც ოპოზიციის ეს ნაწილი მოლაპარაკებებზეც არ თანხმდება, რას შეცვლის რიგგარეშე სხდომის ფორმატი?
 
🔴დეპოლარიზაციასთან დაკავშირებით, როგორ წარმოგიდგენიათ ამ პირობების შესრულება არსებული პოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით?
 
🔴 ქართულ პოლიტიკურ სპექტრში სადავო საკითხია დეოლიგარქიზაციის კანონი, საქართველოს პირველი არხის გადაცემაში სტუმრობისას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გიორგი გვიმრაძესთან საუბრისას არ გამორიცხა, რომ შესაძლოა, უკრაინული მოდელის გადმოტანა მოხდეს, თქვენ როგორ ხედავთ ამ პროცესს და ფიქრობთ თუ არა, რომ შესაძლოა ამ მოდელს მოწინააღმდეგეები გამოუჩნდნენ ოპოზიციაში?

აქტუალური შაბათი

დატოვე კომენტარი