უკრაინაში მიმდინარე რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ არაერთი ქართველი იბრძვის. მათ შორის გარკვეული პერიოდის განმავლობაში რუსულ სამხედრო აგრესიასთან ბრძოლაში უკრაინას იარაღით ხელში ეხმარებოდა საქართველოს პარლამენტის წევრი, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი, ალექსანდრე ელისაშვილი, რომელიც რამდენიმე დღის წინ სამშობლოში დაბრუნდა.