ინტერრელიგიური კალენდრის პრეზენტაცია

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი ინტერრელიგიური კალენდრის პრეზენტაცია გაიმართა. მისი მიზანი, შშმ პირთა მიმართ საზოგადოების მგრძნობელობის ამაღლება და საზოგადოებაში მათი მაქსიმალური ჩართულობის ხელშეწყობაა.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო უკვე მეხუთე წელია ინტერრელიგიურ კალენდარს გამოსცემს.

2018 წელს მას ახალი ფორმატი დაემატა. კალენდარი ბრაილის შრიფტით არის დაბეჭდილი და მხედველობის პრობლემების მქონე ადამიანებისთვის არის განკუთვნილი.

პრეზენტაციას უსინათლოთა კავშირის წარმომადგენლები და პარლამენტის წევრები ესწრებოდნენ.

დატოვე კომენტარი