ინტერრელიგიური კალენდარი უკვე ბრაილის შრიფტითაც გამოიცემა

ინტერრელიგიურ კალენდარს ახალი ფორმატი დაემატა. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო კალენდარს უკვე ბრაილის შრიფტითაც გამოსცემს. პრეზენტაცია დღეს გაიმართა. მას უსინათლოთა კავშირის, 202-ე სკოლა-პანსიონის და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წარმომადგენლები დაესწრნენ.

რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარის განცხადებით, ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი კალენდარი ყოველწლიურად გამოიცემა და მხედველობა დაქვეითებულ და მხედველობის არმქონე პირებს საშუალება ექნებათ, საქართველოში არსებული სხვადასხვა რელიგიის და მათი დღესასწაულების შესახებ ინფორმაცია მიიღონ.