„ინტერრელიგიური დიალოგი მშვიდობისთვის“

„ინტერრელიგიური დიალოგი მშვიდობისთვის“, – ამ სახელწოდების კონფერენციის ფარგლებში დეკლარაცია გაფორმდა. დოკუმენტს რელიგიური ორგანიზაციების ლიდერებმა ხელი მოაწერეს. დეკლარაცია ადამიანის ფუნდამენტური უფლებების, რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლების მხარდაჭერას გულისხმობს.

კონფერენცია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით მეოთხედ გაიმართა.