ინტერპოლით ძებნილის დაკავება

18:18, 18.01.2026

აჭარის მთავარი სამმართველოსა და საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა თურქეთის მოქალაქე დააკავეს. აღნიშნული პირი თურქეთის რესპუბლიკის მიერ სექსუალური ექსპლუატაცია-პროსტიტუციის ბრალდებით იძებნებოდა. დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

მსგავსი