ინტერპოლით ძებნილის დაკავება
ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის მოქალაქე დააკავეს ქობულეთში. ის 2025 წლის 17 ოქტომბრიდან, თურქეთში ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და სხეულის განზრახ დაზიანების ბრალდებით იძებნებოდა. დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული, წინა საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს. საგამოძიებო მოქმედებები შინაგან საქმეთა სამინისტროს და გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა ერთობლივად ჩაატარეს.