ინტერპოლით ძებნილი პირის დაკავება
აჭარის მთავარი სამმართველოსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. დაკავებული თურქეთის მიერ ძარცვის, ქურდობის და მუქარით
ადამიანის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით იძებნებოდა. ბრალდებულის მიმართ ახლა კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.