ინტერპარტიულმა ჯგუფმა საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე იმსჯელა

საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების ინტერპარტიულმა ჯგუფმა საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე იმსჯელა.

პარტიების წარმომადგენლების განცხადებით, მათი მთავარი მიზანია, საკუთარი ინიციატივა დაუპირისპირონ იმ საარჩევნო ცვლილებებს, რომლებიც ძალაში შედის და მეტად დაასუსტებს ოპოზიციურ პარტიებს.

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს პარტიების დაფინანსების წესსა და იმ საარჩევნო ბერკეტებზე, რომელთაც ინტერპარტიული ჯგუფის წევრების თქმით, სახელისუფლებო პარტია არჩევნებზე თავის სასარგებლოდ იყენებს.

მამუკა კაციტაძის განცხადებით, ინტერპარტიული ჯგუფის სამომავლო მოქმედებების ძირითადი დოკუმენტი იმ საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებია, რომლებიც საქართველოში ბოლო არჩევნებს აკვირდებოდნენ.