ინტერპარტიული ჯგუფის შეხვედრა

ინტერპარტიული ჯგუფი პარლამენტის მიერ მიღებულ “პოლიტიკური პარტიების შესახებ კანონში” მიღებულ ცვლილებებზე, პრეზიდენტისგან ვეტოს დადებას ელოდება. საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია იმ ცვლილებებს აპროტესტებს, რომლის მიხედვითაც, პარლამენტში მაჟორიტარ დეპუტატს ფრაქციის შექმნის შემთხვევაში კვალიფიციური სუბიექტის სტატუსი ენიჭება და შესაბამისად, ბიუჯეტიდან დაფინანსებას იღებს.