ინტერპარტიული ჯგუფი "პოლიტიკური პარტიების შესახებ კანონში" მიღებულ ცვლილებებზე პრეზიდენტისგან ვეტოს დადებას ითხოვს

ინტერპარტიული ჯგუფი, პარლამენტის მიერ მიღებულ “პოლიტიკური პარტიების შესახებ კანონში” მიღებულ ცვლილებებზე პრეზიდენტისგან ვეტოს დადებას ითხოვს. საკითხზე მსჯელობა საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციურ პარტიებს შორის დღეს კიდევ ერთხელ შედგა.

აუდიენციის მონაწილეები იმ ცვლილებებს აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, პარლამენტში მაჟორიტარ დეპუტატს, ფრაქციის შექმნის შემთხვევაში, კვალიფიციური სუბიექტის სტატუსი ენიჭება და, შესაბამისად, ბიუჯეტიდან დაფინანსებას მიიღებს.