ინტერნეტ-თაღლითობის მორიგი ფაქტი

ინტერნეტ-თაღლითობის მორიგი ფაქტი და უკანონოდ მითვისებული 8 000 ლარი. 21 წლის ახალგაზრდამ ყალბი ფეისბუქგვერდების საშუალებით თაღლითური სქემა შექმნა და მას გასული წლის დეკემბრიდან იყენებდა.

სამართალდამცველებმა ის მოსამართლის განჩინების საფუძველზე აიყვანეს. მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, მობილური ტელეფონი და პლასტიკური ბარათები ამოიღეს, რომელთა გამოყენებითაც დაკავებული სოციალურ ქსელში თანხის თაღლითურად მისაკუთრებას და შემდგომ მის განაღდებას ახერხებდა.

გამოძიება მნიშვნელოვანი ზიანის გამომწვევი თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.