„ინტერ რაოსთან“ დავა - „ლელოს“ საჩივარი

„ლელო“ გენერალურ პროკურატურას მიმართავს, შეისწავლოს კომპანია „ინტერ რაოსთან“ დაკავშირებული საარბიტრაჟო დავა. „ლელო“ მთავრობის წევრების მხრიდან სავარაუდო სამოხელეო დანაშაულზე საუბრობს. საქმე ეხება საქართველოს მთავრობასა და „ინტერ რაოს“ შორის საარბიტრაჟო დავას, რომლის მიხედვითაც, საქართველოს 75 მილიონი დოლარის გახადა დაეკისრა.

საკითხს დღეს თბილისის მერი გამოეხმაურა. კახა კალაძის თქმით, ენერგეტიკის მინისტრობის პერიოდში მის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ საქართველო არათუ დააზარალა, არამედ თანხა დაუზოგა. „ინტერ რაო“  200 მლნ დოლარს ითხოვდა, რასაც საქართველოს მთავრობა არ თანხმდებოდა.