უამინდობამ პრობლემები შექმნა კახეთში. ინტენსიური წვიმის შედეგად, რამდენიმე მუნიციპალიტეტში მდინარეები ადიდდა, რის გამოც დაზიანდა ინფრასტრუქტურა და დაიტბორა საკარმიდამო ნაკვეთები. რთული ვითარებაა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში. სოფლებში – ჭიაურსა და ქვემო ნაშოვარში მოსახლეობას სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დაუზიანა, დაიტბორა საცხოვრებელი სახლის პირველი სართულები. ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური. სტიქიის ზონაში ჩავიდა კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული და ლაგოდეხის მერი.