ინტელექტუალური საკუთრების სწავლებისა და გადამზადების ცენტრი გაიხსნა
ინტელექტუალური საკუთრების სწავლებისა და გადამზადების ცენტრი გაიხსნა ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში. შენობის მეოთხე სართულზე სასწავლო ცენტრისთვის კომპლექსური სარემონტო სამუშაოების შემდეგ მოეწყო აუდიტორიები, არქივი, ბიბლიოთეკა და საგამომცემლო – პოლიგრაფიული ბაზა, ასევე ცენტრში განთავსებულია სპეციალური საგამოცდო სივრცე. ქუთაისში ცენტრის განთავსება და მისი შესაძლებლობების გაფართოება საქართველოს პრემიერ მინისტრის ინიციატივით მიმდინარე პროექტის ნაწილია, რომლის მიზანიც, ქვეყანაში ცოდნაზე დაფუძნებული ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებაა.