ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური ასამბლეა 

18:34, 09.07.2026

ქართული მრავალხმიანობა ჟენევაში.

ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის 68-ე გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს ეროვნული იდენტობის, კულტურული მრავალფეროვნებისა და ინტელექტუალური მემკვიდრეობის პოპულარიზაციის მიზნით, საქპატენტმა ღონისძიება გამართა. საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი იყო ქართული ენა და დამწერლობა, ქრისტიანობის 1700-წლოვანი ისტორია, მრავალსაუკუნოვანი ლიტერატურა, მეღვინეობის 8000-წლოვანი ტრადიცია, ასევე ქართული ეროვნული სამოსი და საიუველირო ხელოვნების ნიმუშები. გამოფენის პარალელურად ჟენევაში მსოფლიო ინტელექტუალური საკუთრების ორგანიზაციის შტაბ-ბინაში, ანსამბლი „ბასიანი წარსდგა. შესრულდა „ჩაკრულო“, „მრავალჟამიერი“, „ხასანბეგურა“ და „ოდოია“. „სუხიშვილებმა“ კი მაყურებლის წინაშე „ცდო“, „ილოური“, „ხევსურული“ და „ჯუთა“ წარადგინეს. ღონისძიებაზე სტუმრებს სიტყვით საქართველოს პირველმა ლედიმ, თამარ ბაგრატიონმაც მიმართა.

მსგავსი