ინტელექტუალური საკუთრების დაცვა

ინტელექტუალური საკუთრების დაცვის კუთხით არსებულ გამოწვევებსა და პრობლემების გადაჭრის გზებზე იმსჯელეს საკანონმდებლო ორგანოში.

შეხვედრა „იუ ეს აიდის“ და დარგობრივი კომიტეტის ორგანიზებით გაიმართა. მონაწილეობა საჯარო და კერძო სექტორმაც მიიღო. იმსჯელეს საერთაშორისო გამოცდილებაზე. საქპატენტი ინდუსტრიის წარმომადგენლებთან საბოლოო შეჯერების შემდეგ პარლამენტს ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მიზნით შესაბამის საკანონმდებლო პაკეტს წარუდგენს.