ინსტიტუციური კრიზისი – ვითარება პოლონეთში
პოლონეთი უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე ინსტიტუციურ კრიზისშია. ქვეყნის უმაღლესი საკონსტიტუციო ორგანო ღია პოლიტიკური დაპირისპირების ეპიცენტრად იქცა. „სახელმწიფო გადატრიალების“ ბრალდებები, ტრიბუნალის შენობასთან მობილიზებული პოლიციის კორდონები და უკან მობრუნებული პრეზიდენტის თვითმფრინავი – ვარშავაში განვითარებულმა დრამატულმა მოვლენებმა კაროლ ნავროცკის სახელმწიფო ვიზიტის გაუქმება და ქვეყანაში სასწრაფოდ დაბრუნება აიძულა. პრეზიდენტი საპარლამენტო ლიდერებთან კონსულტაციებს ამ წუთებშიც აწარმოებს.
რა არის ათწლიანი დაპირისპირებისა და უთანხმოების მთავარი მიზეზი მთავრობასა და პრეზიდენტს შორის და ვინ მართავს რეალურად პოლონეთის საკონსტიტუციო ტრიბუნალს – დეტალები სალომე თორაძის რეპორტაჟში.