ინოვაციური სწავლების კონფერენცია თბილისში
თბილისში პირველი ინოვაციური სწავლების კონფერენცია იმართება. მონაწილეობს უცხო ქვეყნის ხუთასზე მეტი დელეგატი. ღონისძიება აერთიანებს საერთაშორისო სკოლების წარმომადგენლებსა და განათლების სფეროს ექსპერტებს. კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია ლექციები, დისკუსიები და პრაქტიკული სესიები, რომლებიც თანამედროვე სწავლების მეთოდებს შეეხება.
მონაწილეები ერთმანეთს გაუზიარებენ გამოცდილებას და იმსჯელებენ განათლების სფეროში არსებულ ინოვაციებზე. კონფერენცია სამდღიანია.