ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამა
ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამის გამარჯვებულმა ორმა კომპანიამ, განაცხადების მიღება დაიწყო. მიზანია საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერება, ინოვაციური და ტექნოლოგიური ბიზნეს იდეების განვითარება, მათი საინვესტიციო მიმზიდველობის ზრდა და გლობალურ ბაზარზე გასვლის ხელშეწყობა. აქსელერაციის ერთწლიანი სრული ციკლი მოიცავს სამ ფაზას: ორთვიანი ინტენსიური სწავლებისა და მენტორინგის პერიოდს, შერჩეული სტარტაპებისთვის. 4-თვიანი პერიოდი, ფოკუსირებულია მინიმალური სიცოცხლისუნარიანი პროდუქტის შექმნასა და დახვეწაზე, 6-თვიანი პერიოდში კი – სტარტაპები იღებენ ინდივიდუალურად მორგებულ მხარდაჭერას. თითოეულ პროგრამაში მონაწილეობს 20-20 სტარტაპი, რომლებიც გრანტებს მიიღებენ.