სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების საერთაშორისო ფორუმს მასპინძლობს პარლამენტი. ღონისძიებას 150 დელეგატი ესწრება, მათ შორის 17 ქვეყნის საპარლამენტო და სამთავრობო დელეგაციების წევრები. შეხვედრების ფარგლებში შემუშავდება რეკომენდაციები, რომლებიც ინოვაციური დაფინანსების გლობალური სამდივნოს სახელით, გაერო-ს გენერალური მდივნის აპარატს წარედგინება.
კონფერენცია პარლამენტის დეპუტატისა და ინოვაციური დაფინანსების გლობალური სამდივნოს პრეზიდენტის, მარიამ ჯაშის ორგანიზებულია. ფორუმის მონაწილეებს სიტყვით პარლამენტის თავმჯდომარემ მიმართა.