ინოვაციის კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები

ამერიკის კოსმოსურ სააგენტოში ქართული პროექტი წარადგინეს.

ავტორები სკოლის მოსწავლეები არიან, რომლებმაც რამდენიმე თვის წინ ათასწლეულის ინოვაციების კონკურსში გაიმარჯვეს.

სხვადასხვა სკოლის ხუთმა მოსწავლემ ცხოველებზე ექსპერიმენტის ჩატარების სრულიად ახალი და ავტომატური სისტემა შეიმუშავა, რომელიც მკვლევარებს დროის და რესურსების დაზოგვის საშუალებას აძლევს.

გამარჯვებული მოსწავლეები უკვე საქართველოში არიან და „მოამბესთან“ ამერიკაში მიღებულ გამოცდილებაზე ჰყვებიან.