ინოვაციის კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები
კომაროვის სკოლის მოსწავლეები NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის სკოლაში გამგზავრებიან. გუნდმა ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში გაიმარჯვა. მათი პროექტი მიზნად ისახავს დრონებზე დაფუძნებული, საძიებო-სამაშველო სისტემის შექმნას, რომლის დახმარებითაც რთულად მისადგომ რეგიონებსა და კატასტროფის ზონებში დაკარგული ადამიანების სწრაფად აღმოჩენაა შესაძლებელი.
მეორე ადგილზე გასული გუნდი კი თბილისის N 9, ფოთის N5 საჯარო სკოლისა და ბრიტანულ-ქართული აკადემიის მოსწავლეებს აერთიანებს. მათი პროექტი ადამიანებს ზედა კიდურის ფუნქციონირების აღდგენაში დაეხმარება. გუნდი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს დაფინანსებით, სტენფორდის უნივერსიტეტში, ტექნოლოგიების ბანაკში მიიღებს მონაწილეობას.
მესამე ადგილზე გასული გუნდი კი „ლიბერთი ბანკის“ დაფინანსებით, სასწავლო ვიზიტით შვეიცარიაში, ევროპის ბირთვული კვლევების ორგანიზაციას ეწვევა.