ინოვაციების საზაფხულო სკოლა
ორთვიანი აქტიური მუშაობა სტარტაპის შექმნაზე – რვა ინოვაციური პროექტი და 40 ახალგაზრდა. ინოვაციებისა და „სტარტაპ აქსელერაციის“ საზაფხულო სკოლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. შეაჯამეს ინიციატივები. ორი თვის განმავლობაში, მონაწილეები გუნდურად მუშაობდნენ იდეების შემოწმებაზე, ბიზნესმოდელის შექმნასა და პროექტების განვითარებაზე, დასკვნით ეტაპზე კი, ჟიურის წინაშე რვა გუნდი წარდგა.