რეგიონებში ინოვაციური სტარტაპ იდეების მხარდაჭერა გრძელდება.
საგრანტო პროგრამა, რომელიც დამწყებ ბიზნესებს ფინანსურ თანადგომას სთავაზობს ამჯერად რაჭა-ლეჩხუმს, სამეგრელოსა და სვანეთს მოიცავს. განაცხადების მიღება დაწყებულია. ინოვაციური იდეების პროგრამა ჯამში საქართველოს 11 რეგიონში ხორციელდება. მიზანი კომერციულად საინტერესო პროექტების გამოვლენა და სტარტაპ ეკოსისტემის კიდევ უფრო განვითარებაა. პროგრამის ფარგლებში უკვე 122 პროექტია დაფინანსებული.