ინოვაციების გლობალური ინდექსის რეიტინგი

ინოვაციების გლობალური ინდექსის რეიტინგში საქართველო 59-ე ადგილს იკავებს. წინა წელთან შედარებით მაჩვენებელი 9 კოეფიციენტით არის გაუმჯობესებული.

საქართველო გლობალური ინდექსის რეიტინგში რეგიონის მასშტაბით პირველ ადგილზეა. ამის შესახებ დღეს ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ინფორმაცია სტარტაპებს და ჟურნალისტებს გააცნო.

ინოვაციების გლობალური ინდექსი 2012 წლიდან ყოველწლიურად ქვეყნდება. მისი მიზანია, ინოვაციების მიმართულებით მსოფლიო ტენდენციების ჩვენება. იგი ასევე ცდილობს წარმოაჩინოს ის მექანიზმები, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელია გრძელვადიანი ზრდის, პროდუქტიულობის და სამუშაო ადგილების ზრდის მიღწევა.

ინოვაციების გლობალური ინდექსი ეხმარება და რჩევებს აძლევს ქვეყნებს, თუ რა არის საჭირო ინოვაციების გასავითარებლად აუცილებელი პირობების/გარემოს შესაქმნელად.