ინოვაციების გლობალური ინდექსის რეიტინგი

საქართველო პირველად ინოვაციების გლობალური ინდექსის რეიტინგის ტოპ 50 ქვეყანას შორის 48-ე ადგილზე მოხვდა. წინა წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი 11 საფეხურით გაუმჯობესდა.

რეიტინგში დაწინაურების მთავარი ინდიკატორებია მაღალტექნოლოგიური იმპორტი, საინფორმაციო და საკომუნიკაციო მომსახურების ექსპორტი და სამრეწველო ნიმუშების დიზაინი.

ინოვაციების გლობალური ინდექსი 2012 წლიდან ყოველწლიურად ქვეყნდება. მისი მიზანია, ინოვაციების მიმართულებით მსოფლიო ტენდენციების ჩვენება.

 

დატოვე კომენტარი