ინოვაციების ფესტივალი უნივერსიტეტში

მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2018 დაიწყო. წელს მასპინძელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტია. ერთკვირიან ღონისძიებაში საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები და გამომგონებლები მონაწილეობენ. ფესტივალის ფარგლებში 500 სხვადასხვა აქტივობაა დაგეგმილი, მათ შორის ევროპის აკადემიის რეგიონული ჰაბის გახსნა, გამოფენები, საჯარო ლექციები, კონფერენციები და გასვლითი ტურები.

დღეს კი უნივერსიტეტები დამთვალიერებლებს სხვადასხვა პავილიონებში მასპინძლობდნენ და სტუმრებს ინოვაციური ტექნოლოგიების გაცნობასთან ერთად, ექსპერიმენტებში ჩართვას სთავაზობდნენ.

გენო ოსიყმაშვილი გიამბობთ.