ინკლუზიური განათლება

„ინკლუზიური განათლება: მიღწევები და გამოწვევები“, – თემაზე საჯარო შეხვედრა გამართა სახალხო დამცველმა. იმსჯელეს პროცესში არსებულ მიმართულებებზე.

ნინო ლომჯარიამ ისაუბრა ერთიანი ხედვის, მულტიდისციპლინური და ინდივიდუალური მიდგომის არარსებობაზე, მოსწავლეების, კონკრეტულად კი, შშმ მოსწავლეების, ძალადობისგან დაცვის ეფექტური მექანიზმების დანერგვის აუცილებლობაზე. ომბუდსმენმა აღნიშნა, რომ სკოლაში დასაქმებული პირების და მშობლების ცნობიერების ამაღლების მიზნით, აუცილებელია გატარდეს ღონისძიებები, როგორც ინკლუზიურ განათლებასთან, ისე შშმ მოსწავლეების საჭიროებებთან დაკავშირებით.