ინკლუზიური განათლება სკოლამდელი და ზოგადი განათლების საფეხურზე
„ინკლუზიური განათლება სკოლამდელი და ზოგადი განათლების საფეხურზე – მიღწევები, გამოწვევები და სამომავლო პერსპექტივები“ – კონფერენცია ამ სახელწოდებით პარლამენტში გაიმართა. ღონისძიების მიზანია გამოიკვეთოს პრობლემები, რომელიც უკავშირდება ადრეული და სკოლამდელი განათლების საფეხურზე ბავშვებში საჭიროებების დროულ გამოვლენასა და კვალიფიციური სპეციალისტების ხელმისაწვდომობის საკითხს. ასევე გაანალიზდეს რეგიონებს შორის არსებული უთანასწორობა, სისტემური გამოწვევები და მათი დაძლევისთვის რეკომენდაციები შემუშავდეს. ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის ორგანიზებულ ღონისძიებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.