„ინკლუზიური განათლება საქართველოს მუზეუმებში“

ეროვნული მუზეუმის საცდელი პროექტი გრძელდება.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პატარებს ამჯერად სიღნაღის მუზეუმში უმასპინძლეს. ბავშვებმა ფიროსმანის ნახატები დაათვალიერეს და „მოამბეს“ საკუთარი შთაბეჭდილებებიც გაუზიარეს. ეს არის შშმ პირების საზოგადოებასთან ინტეგრაციის მიზნით მომზადებული პროექტი, რომელიც 20-ზე მეტ მუზეუმს მოივლის.