კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვნებთან დაკავშირებული საკანონდებლო ინიციატივა განიხილეს და პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე.
19-გვერდიანი დოკუმენტის მიხედვით, რომელიც გერმანული მოდელის ანალოგია, საქართველოში არასრულწლოვანთა მხარდაჭერის სახლები აშენდება, სადაც ის არასრულწლოვნები გადამისამართდებიან, რომლებმაც კანონსაწინააღმდეგო ქმედება 10-დან 14 წლამდე ასაკში ჩაიდინეს. საკითხის მომხსენებლის რატი იონათამიშვილის განმარტებით, მხარდაჭერის სახლი, მცირე საოჯახო ტიპის დაწესებულება იქნება და მასში ბავშვი უკიდურეს შემთხვევაში განთავსდება. უკვე ცნობილია, რომ ამ დაწესებულებაში შშმ ბავშვების გადამისამართება არ იგეგმება.