ინიციატივა ელექტრონულ წიგნებზე

განათლების სამინისტროს განცხადებით, საქართველოს ყველა მოქალაქეს, დღეიდან, ელექტრონული წიგნების ინტერნეტმაღაზია lit.ge -ზე , „პალიტრა L“-ისა და „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ წიგნებზე ერთი თვით თავისუფალი წვდომა ექნებათ. ინიციატივა, მთავრობის ადმინისტრაციასთან ერთად, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ეკუთვნის.