ინგუშეთში საპროტესტო აქციიდან უფლებადამცველი გაიტაცეს
  • ინგუშეთში Amnesty International-ის თანამშრომელი უცნობმა პირებმა გაიტაცეს და მოგვიანებით გაათავისუფლეს. „დოიჩე ველეს“ ცნობით, მომხდარი შესახებ თავად გატაცებული ყვება. მან რუსეთის საგამოძიებო კომიტეტს განცხადებით უკვე მიმართა და საქმის გამოძიება მოითხოვა. როგორც ოლეგ კოზლოვსკი ამბობს, ნიღბიანებმა მძევლად აიყვანეს და მისი მკვლელობა გაითამაშეს. როგორც უფლებადამცველ ორგანიზაციაში განმარტავენ, კოზლოვსკი ინგუშეთის დედაქალაქ მაგასში საპროტესტო გამოსვლების მონიტორინგის მიზნით იმყოფებოდა. როგორც კოზლოვსკი ამბობს, მასთან უცნობი მივიდა და აქციის ორგანიზატორთან შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა. მანქანაში ჩასხდომის შემდეგ, კოზლოვსკის ტელეფონი წაართვეს და ქალაქიდან გაიყვანეს. ნიღბიანები ექსტრემიზმთან ბრძოლის ცენტრის თანამშრომლებად გაეცნენ, თუმცა დოკუმენტები არ წარუდგენიათ.
  • ევროკავშირის საბჭომ ქიმიური იარაღის გამოყენებისთვის ახალი სანქციების დაწესების მექანიზმი დაამტკიცა. ამიერიდან ევროკავშირს საშუალება ექნება, სანქციები დააწესოს როგორც იურიდიული, ისე ინდივიდუალური პირების წინააღმდეგ, რომლებიც გამოიყენებენ ქიმიურ იარაღს ან ჩართული არიან ასეთი იარაღის წარმოებაში. ახალი სასანქციო რეჟიმის ამოქმედების შესახებ ინფორმაციას ევროპული საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.
  • მინსკში რუსული ეკლესიის სინოდის სხდომა პირველად გაიმართა.