საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და ინგლისისა და უელსის სამართლის საზოგადოების თანამშრომლობის ფარგლებში, ადვოკატთა ასოციაციამ ინგლისური სამართლის ფორუმს უმასპინძლა.
ფორუმში მონაწილეობა ქართველ იურისტებთან ერთად ბრიტანელმა კოლეგებმაც მიიღეს. ღონისძიებას დაესწრნენ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში და ასევე იუსტიციის მინისტრი, პაატა სალია. ღონისძიების მასპინძლის, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის, დავით ასათიანის განცხადებით, ფორუმში მონაწილე ადვოკატებს ეძლევათ შესაძლებლობა, გაეცნონ ბრიტანელი ადვოკატების გამოცდილებას და დაამყარონ პროფესიული კავშირები. ფორუმის ფარგლებში ისეთი საკითხები განიხილეს, როგორებიცაა ბიზნეს სამართალი, საერთაშორისო საარბიტრაჟო ინსტიტუტები, დავის გადაწყვეტის ალტერნატიულ მექანიზმები, სამართლის უზენაესობა და სხვა. ინგლისური სამართლის ფორუმი საქართველოში მეორედ ტარდება. ფორუმის მიზანია, მომავალში შექმნას პლატფორმა, რომელიც დარგის ექსპერტების მონაწილეობით, მნიშვნელოვან სამართლებრივ საკითხებზე სადისკუსიოდ, რეგიონის სხვა ქვეყნების ჩართულობასაც უზრუნველყოფს.