ინგლისური სამართლის ფორუმი თბილისში
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და ინგლისისა და უელსის სამართლის საზოგადოების თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ ინგლისური სამართლის ფორუმს უმასპინძლა. ფორუმში მონაწილეობდნენ ქართველი, ბრიტანელი და ესპანელი იურიდიული პროფესიის წარმომადგენლები, ასევე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. ფორუმის ფარგლებში, მონაწილეებმა საერთაშორისო სამართალთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები განიხილეს. დისკუსია მოიცავდა თემებს, როგორებიცაა: ბიზნესსამართალი, დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმები და სამართლის უზენაესობა.