ინგირში თხილის გადამამუშავებელი საწარმო ამოქმედდა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში თხილის გადამამუშავებელი ახალი საწარმო ამოქმედდა. სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმო შპს „ჯეო ნათსი“ „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საწარმო პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილესთან და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორთან ერთად გახსნა.

საწარმოში წელიწადში ათას ტონაზე მეტი თხილისგან სხვადასხვა სახის პროდუქციის წარმოებაა შესაძლებელი.

პროდუქცია მთლიანად ექსპორტისთვის არის განკუთვნილი.

საწარმოში 100-მდე ადამიანია დასაქმებული.