ინფრასტრუქტურული სამუშაოები თელავში
თელავში სკვერისა და ქუჩების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. უკვე მოწესრიგდა საჰაერო და მიწისქვეშა კომუნიკაციები. განახლდა ღობეები და შეიცვალა გარე განათების ბოძები. სამუშაოების ფარგლებში ქუჩებს დაუბრუნდება თელავისთვის დამახასიათებელი ისტორიული იერსახე. მიმდინარეობს ვაჟა-ფშაველას სახელობის დრამატული თეატრის მიმდებარე სკვერის განახლება და თანამედროვე, პიაცას ტიპის დასასვენებელი სივრცის მოწყობა სადაც იქნება შადრევანი და კვების ობიექტებისთვის სივრცეები.