ინფრასტრუქტურის მინისტრმა სამეგრელოში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა. ზუგდიდში ილია ვეკუას სახელობის აფხაზეთის №11 საჯარო სკოლა 450 მოსწავლეზეა გათვლილი და თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისად შენდება. მშენებლობას საქართველოს მთავრობა 11 მილიონი ლარით აფინანსებს. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქტომბერში კი თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღი აშენდა, რომელიც 50 ბავშვზეა გათვლილი.