ინფრასტრუქტურული სამუშაოები რიკოთის უღელტეხილზე
რიკოთის უღელტეხილზე კიდევ ერთი ახალი მონაკვეთი გაიხსნა – ოთხკილომეტრიანი ჩქაროსნული გზის ორზოლიან მონაკვეთზე ავტომობილები უკვე გადაადგილდებიან. ახალ ორ ზოლზე დროებით გადაერთვება ორივე მიმართულების სატრანსპორტო მოძრაობა: ერთი ზოლი მოემსახურება აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ, ხოლო მეორე ზოლი – დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მომავალ ტრანსპორტს.
მოძრაობის გადართვისთანავე, ამავე მონაკვეთზე ძველი გზის მაგისტრალურ გზად მოდერნიზებისა და რეკონსტრუქციის სამუშაოები დაიწყება. პროექტის ფარგლებში, მოეწყობა ორზოლიანი ჩქაროსნული გზა და ხუთი ახალი ხიდი. სამუშაოების დასრულების შემდეგ, რიკოთის 52-კილომეტრიანი მაგისტრალი სრულად გაიხსნება.