ინფრასტრუქტურული სამუშაოები რეგიონებში
ქუთაისში №28 საჯარო სკოლის რეაბილიტაციას ასრულებს მუნიციპალური განვითარების ფონდი. 150 მოსწავლეზე გათვლილ სკოლაში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა საკლასო ოთახები, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ლაბორატორიები, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სივრცეები. გარდა ამისა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ოთახები, ეზოში კი მოეწყობა სათამაშო მოედანი. სკოლის ინფრასტრუქტურა სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის. პროექტის ღირებულება სამ მილიონს აღემატება. ხუთი მლნ ლარია.