ინფრასტრუქტურული სამუშაოები რეგიონებში

15:25, 24.01.2026

გურიის რეგიონში, სოფელ ღრმაღელესა და ნიგვზიანში ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა დაასრულა. სააღმზრდელო პროცესი ახალ ბაღებში ორშაბათიდან დაიწყება. დასრულებული პროექტები ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა.

სოფელ ღრმაღელეში 50 ბავშვზე, ხოლო სოფელ ნიგვზიანში – 75 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა უკვე დასრულებულია. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობილ შენობებში გათვალისწინებულია სკოლამდელი განათლებისთვის აუცილებელი ყველა პირობა – სასწავლო, საძინებელი და ადმინისტრაციული ოთახები, სამზარეულო, შიდა და გარე სათამაშო ზონები და რეკრეაციული სივრცეები.

მსგავსი