ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის ახალი, 3,5 კმ-იანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია.
ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მოწყობის სამუშაოები 3000 მეტრის ტერიტორიაზეა გაშლილი, სადაც ამ ეტაპზე, ფუნდამენტის მოწყობა და ინერტული მასალების შეტანა მიმდინარეობს. პარალელურ რეჟიმში, 35,000 კვმ-ზე თვითმფრინავების სადგომი ბაქანი შენდება, რომლის სრული მოცულობა 55,000 კვმ-ია. სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი იქნება პირველი აეროპორტი საქართველოში, რომელიც დიდი ზომის საჰაერო ხომალდების მიღებას შეზღუდვების გარეშე შეძლებს.