ინფრასტრუქტურული სამუშაოები ოლიმპიური რეზერვების ცენტრში

15:21, 12.07.2026

სპორტის მინისტრმა ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნულ ცენტრში ჩატარებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. ჩატარდა სპორტსმენთა საცხოვრებელი კორპუსის სრული რეაბილიტაცია. აშენდა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი სივრცე ძიუდოისტებისთვის. ასევე მოეწყო მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი, რომელშიც საერთო სავარჯიშო სივრცე, კრივის, ფარიკაობისა და მშვილდოსნობის სპეციალიზებული დარბაზები განთავსდება. დასასრულს უახლოვდება კვების ბლოკის განახლების სამუშაოები.

მსგავსი