ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოწამეთას მონასტერთან

მოწამეთას მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა წლის ბოლოს დასრულდება. პროექტი ითვალისწინებს გალავნის კედლების გამაგრებით სამუშაოებს. ასევე,  ვიზიტორთა ცენტრის, ავტოსადგომის, საკომუნიკაციო სისტემისა და საპირფარეშოების მშენებლობა-რეაბილიტაციას.

პროექტს მსოფლიო ბანკი აფინანსებს. ღირებულება დაახლოებით 1. 4 მილიონი ლარია.