ინფრასტრუქტურული სამუშაოები მეტროპოლიტენში

მეტროს გაყვანილობისა და ვენტილაციის სისტემის რეაბილიტაციის პროცესი გრძელდება. პროექტის ფარგლებში, საერთო ჯამში, გამოიცვლება დაბალი და საშუალო ძაბვის სადენები. ასევე, შეიცვლება არსებული 32 ერთეული ვენტილატორი. სამუშაოების დასრულების შემდეგ, მეტროს უსაფრთხოების ხარისხი და ენერგოეფექტურობა უნდა გაუმჯობესდეს. ასევე, დაგეგმილია შიდა ინფრასტრუქტურის განახლებაც, რაც ქალაქის მოსახლეობასა თუ მის სტუმრებს უფრო უსაფრთხოდ და კომფორტული გადაადგილების საშუალებას მისცემს.

პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი, აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ახორციელებს. მისი ჯამური ღირებულება 15 მილიონ ამერიკულ დოლარზე მეტია. პროექტი 2020 წლის ივნისში დასრულება.