ინფრასტრუქტურული სამუშაოები ხარაგაულში

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში გზების კეთილმოწყობა გრძელდება. სოფელ მარელისში, ეკლესიის უბანში, 2,5-კილომეტრიან მონაკვეთზე ბეტონის საფარი იგება. სამუშაოებზე 800 ათას ლარამდე დაიხარჯება, 2013 წლიდან დღემდე კი ხარაგაულში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა 300 მილიონ ლარზე მეტით დაფინანსდა.