კახეთში საგზაო, სპორტულ და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობა გრძელდება.
სრულად რეაბილიტირდა სოფელ ვაჩნაძიანის საბავშვო ბაღი. ის ინფრასტრუქტირის მინისტრმა გახსნა. დაწესებულება 125 აღსაზრდელზეა გათვლილი. ბაღი თანამედროვე სტანდარტებს შეესაბამება და მოიცავს საგანმანათლებლო, სათამაშო და დასასვენებელ სივრცეებს. პარალელურად, ვაჩნაძიანში ახალი, 200 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს. დღესვე, მინისტრი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში, სკოლის მასწავლებლებსა და მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა. ისაუბრეს პროექტის განხორციელების ეტაპებსა და ვადებზე. ახალი, თანამედროვე სკოლა 800 მოსწავლეზე იქნება გათვლილი.